ლიაშკო Facebook-ზე წერს, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებული ომის განმავლობაში, აფეთქებებისა და სროლის ქვეშ, ახლად დაბადებული უკრაინელების ხმაც ისმის.
„გუშინ, ხერსონში, სროლების ქვეშ, ერთ-ერთ თავშესაფარში ორი ბიჭი დაიბადა. ორი ახალი სიცოცხლე, რომელთაც გენეტიკურ კოდში უკვე აქვთ ომი. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ“, – წერს ჯანდაცვის მინისტრი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ 26 თებერვლის დილის მდგომარეობით, მოკლულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 3500 ჯარისკაცი, დაახლოებით 200 კი ტყვედ ჰყავთ აყვანილი.